
CSMA დაფუძნდა 2002 წლის ბოლოს, საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციის-”მოსახლეობის საერთაშორისო მომსახურების” (PSI) ბაზაზე.
CSMA მოდელი ასახავს კომერციული მარკეტინგისათვის დამახასიათებელი ინსტრუმენტებისა და ადამიანთა ქცევის შემსწავლელი თეორიების ერთობლიობას, რათა მოსახლეობის ცხოვრების წესის შეცვლის შედეგად გაიზარდოს მოთხოვნა ჯანდაცვის პროდუქტებსა და მომსახურებაზე.
CSMA მოდელი წარმოადგენს ე.წ. NGO-ს და მწარმოებლის მოდელის სინთეზს, რომელიც თავის თავში აერთიანებს თითოეულისთვის დამახასიათებელ ძლიერ მხარეებს. სწორედ ეს გვაძლევს უპირატესობას უმოკლეს ვადაში მოვახდინოთ ცვლილებები სამუშაო გეგმებსა და სტრატეგიაში, უმტკივნეულოდ გადავლახოთ ბარიერები, რომლებიც გამოწვეულია არასრულყოფილი ინფრასტრუქტურით თუ დაუხვეწავი საკანონმდებლო ბაზით.
სოციალური მარკეტინგი თავის თავში აერთიანებს ისეთ მეცნიერებათა ცოდნასა და გამოცდილებას, როგორიც არის ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ანთროპოლოგია და კომუნიკაციების თეორია, რათა გაიზარdოს და უკეთესობისკენ შეიცვალოს ადამიანთა ცხოვრების წესი. სოციალური მარკეტინგი კომერციულისგან განსხვავდება ორი ფაქტორით: უპირველეს ყოვლისა, ის აქცენტს აკეთებს ადამიანთა ცხოვრების წესის ცვლილებაზე, რომელიც გამოწვეულია რთული სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური ფაქტორებით; და მეორე, მისი მიზანია ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და არა მოგების მიღება.











