CSMA დაფუძნდა 2002 წლის ბოლოს, საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციის-”მოსახლეობის საერთაშორისო მომსახურების” (PSI) ბაზაზე.

CSMA მოდელი ასახავს  კომერციული მარკეტინგისათვის დამახასიათებელი ინსტრუმენტებისა და ადამიანთა ქცევის შემსწავლელი თეორიების ერთობლიობას, რათა მოსახლეობის ცხოვრების წესის შეცვლის შედეგად გაიზარდოს მოთხოვნა ჯანდაცვის პროდუქტებსა და მომსახურებაზე.

CSMA მოდელი წარმოადგენს ე.წ. NGO-ს და მწარმოებლის მოდელის სინთეზს, რომელიც თავის თავში აერთიანებს თითოეულისთვის დამახასიათებელ ძლიერ მხარეებს. სწორედ ეს გვაძლევს უპირატესობას უმოკლეს ვადაში მოვახდინოთ ცვლილებები სამუშაო გეგმებსა და სტრატეგიაში,  უმტკივნეულოდ გადავლახოთ ბარიერები, რომლებიც გამოწვეულია  არასრულყოფილი ინფრასტრუქტურით თუ დაუხვეწავი საკანონმდებლო ბაზით.

სოციალური მარკეტინგი თავის  თავში აერთიანებს ისეთ მეცნიერებათა ცოდნასა და გამოცდილებას, როგორიც არის ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ანთროპოლოგია და კომუნიკაციების თეორია, რათა გაიზარdოს და უკეთესობისკენ შეიცვალოს ადამიანთა ცხოვრების წესი. სოციალური მარკეტინგი კომერციულისგან განსხვავდება ორი ფაქტორით: უპირველეს ყოვლისა, ის აქცენტს აკეთებს ადამიანთა ცხოვრების წესის ცვლილებაზე, რომელიც გამოწვეულია რთული სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური ფაქტორებით; და მეორე, მისი მიზანია ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და არა მოგების მიღება.

დღესდღეობით მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვნად იზრდება აფთიაქების როლი მომხმარებლისთვის ჯანდაცვის პროდუქციის მიწოდების საკითხში; ამ მხრივ გამონაკლის არც საქართველო წარმოადგენს. მომხმარებლებს საკმაოდ ბევრ სახელმწიფოში ემსახურებიან ფარმაცევტები რომლებსაც სამსახურის დაწყების შემდგომ არ გაუვლიათ ამ სფეროში სათანადო ტრეინინგი. აფთიაქებს შესაძლებლობა გააჩნიათ ჯანდაცვის სისტემის შეზღუდული რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდნენ, განსაკუთრებით კონრაცეპტივების მოხმარების სფეროში, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობისათვის საკმაოდ ბუნდოვან და დელიკატურ საკითხს წარმოადგენს.

ასოციაციამ გასულ წლებში ტრენინგი ჩაუტარა 600 ფარმაცევტს . 2013 წელსაც დაგეგმილია მსგავსი აქტივობები. რომლის მეშვეობითაც 150 ფარმაცევტი გაივლის გადამზადებას და დაეუფლება ახალ უნარ – ჩვევებს თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის უკეთ შესასრულებლად.

სექტემბერი, 2004 წელი – დაიწყო ჯამრთელი ქალის პროექტის კომპონენტი, თანამედროვე კონტრაცეპციის მეთოდი და სოციალური მარკეტინგი.

სექტემბერი – ოქტომბერი,  2004 წელი- თანასწორთა განმანათლებლების ტრეინინგები      .თბილისში,  ქუთაისსა და ბათუმში.

1 დეკემბერი , 2004 წელი- შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - აქცია ჩატარდა ბოულინგ ცენტრში. სტუდენტთა მიერ ნაჩვენები იქნა წარმოდგენა (სკეჩი) თუ როგორ ხედავდნენ ისინი შიდსის საფრთხეს ქართველ ახალგაზრდებში;. აღნიშნული წარმოდგენა ემსახურებოდა საზოგადოებისთვის შიდსის პრობლემის შეხსენებას და მასთან ბრძოლის პროპაგანდას.; ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, მას მედიის და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების გუნდებს შორის ჩატარდა შეჯიბრი ბოულინგში. მონაწილეები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა საჩუქრებითა და პრიზებით.

21-23 დეკემბერი, 2004 წელი – ბაკურიანში ჩატარდა ტრეინინგები თანასწორთა განმანათლებლებს შორის. მასში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები სხვადასხვა ინსტიტუტებიდან.

7 აპრილი, 2005 წელი  -  მსოფლიო ჯანდაცვის დღე  -  აღნიშნული დღისადმი მიძღვნილ გამოფენაში მონაწილეობის მიღება.

16 მაისი, 2005 წელი – შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე -  “BUS ტურის” საშუალებით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება; ინსტიტუტებში შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარება;
სტუდენტთათვის ამ დღესთან დაკავშირებული საინფორმაციო ბუკლეტების, ბროშურებისა და მაისურების გადაცემა;აქცია ორგანიზირებული იყო გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით.

1 აგვისტო, 2005 წელი -ანტი თამბაქოს კამპანიის დაწყება, - ცხელი ხაზის მეშვეობით მოწევისთვის თავის დანებების მსურველთა დახმარების აღმოჩენა; თამბაქოს მოხმარებისაგან თავშეკავების პროპაგანდა; თამბაქოს მავნებლობის შესახებ მოსახლეობისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.

აგვისტო 2005-2006-2007 წელი – ახალგაზრდულ – პატრიოტული ბანაკების პროგრამა “ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული”, საზაფხულო ბანაკებში  ტრეინინგების ჩატარება ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ; აღნიშნულ ტრეინინგებში ძირითადად განიხილება ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის , ანტი თამბაქოს და გენდერული საკითხები.

1 აგვისტო, 2005 – სამხედროების პროექტის დაწყება.  აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი სამხედროების პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ტრენინგების საშუალებით სამხედროთა ცოდნის გაღრმავება  აივ/შიდსსა და სგგი-ს საკითხებზე

კავკასიის სოციალური მარკეტინგის ასოციაციაკავკასიის სოციალური მარკეტინგის ასოციაცია

CSMA მოდელი წარმოადგენს კომერციული მარკეტინგისათვის დამახასიათებელი ინსტრუმენტებისა და ადამიანთა ქცევის შემსწავლელი თეორიების ერთობლიობას, რათა მოსახლეობის ცხოვრების წესის შეცვლის შედეგად გაიზარდოს მოთხოვნა ჯანდაცვის პროდუქტებსა და მომსახურებაზე.

კავკასიის სოციალური მარკეტინგის ასოციაცია (კსმა)  არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანს წარმოადგენს კავკასიაში სოციალური და ჯანდაცვის საკითხების გაუმჯობესების შედეგად მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა.

1 დეკემბერი, 2005 – თოქ შოუს პროექტის დაწყება.
-საქართველოში ადამიანთა რა ჯგუფისთვის წარმოადგენს საფრთხეს
აივ/შიდსი (აივ/შიდსის გავრცელების გზები)
-აივ/შიდსის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა;
-გენდერის მნიშვნელობა აივ/შიდსთან დაკავშირებით
-აივ/შიდსი და რელიგია
-ნარკოტიკის გამოყენების პრობლემა:
-თანასწორთა განმანათლებლების პროგრამები და ახალგაზრდა თანასწორთა
განმანათლებლები

asasd

1 ოქტომბერი, 2006 – 31 მარტი, 2007 – აივ/შიდსისა და სგგი-ს პრევენციის პროგრამა ქართველ ახალგაზრდებში
CSMA-ს ახალი სოციალური მერკეტინგის პროგრამა მიზნად ისახავს სქესობრივი გზით აივ/შიდსისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა (სგგი) გავრცელების შემცირებას ქართველ ახალგაზრდებში. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ქართული მოსახლეობის სექსუალურად აქტიური ნაწილის სარისკო ქმედებებისგან დაცვა. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ პრევენცია არა მარტო თავდაცვის ყველაზე იაფი საშუალებაა, არამედ აივ/შიდსის ვირუსით დაავადების გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მისი აღკვეთის წინააღმდეგ არსებული ვაქცინის არ არსებობის პერიოდში.

asdasdasdaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

16 მაისი, 2007 – შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი აქცია კუს ტბაზე, - საზოგადოების ინფორმირებულობა საქართველოში აივ/შიდსთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ; ამ მიხნით საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება.